თავში

კატეგორიულად მიუღებელია... მალე მეტს გაიგებთ - კალაძე ფარულ ჩანაწერზე

კატეგორიულად მიუღებელია... მალე მეტს გაიგებთ - კალაძე ფარულ ჩანაწერზე
კატეგორიულად მიუღებელია... მალე მეტს გაიგებთ - კალაძე ფარულ ჩანაწერზე

"ფარული ჩანაწერების შინაარსზე არასოდეს გამიკეთებია კომენტარი და არც ამჯერად ვაპირებ" - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ  სატელეფონო ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, კატეგორიულად მიუღებელია. მან ასევე თქვა, რომ აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით საზოგადოებას უახლოეს დღეებში მეტი ინფორმაცია ექნება. 

"მიუღებელია ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციის დროს. თქვენც და საზოგადოებაც უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტს ინფორმაციას გაიგებთ, დაელოდეთ და გაიგებთ. პირდაპირ გეუბნებით, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია" - განაცხადა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system