თავში

კბილებით დავიცავ მის თავისუფლებას, ფარად დავუდგები - ოქრუაშვილი მელიაზე

კბილებით დავიცავ მის თავისუფლებას, ფარად დავუდგები - ოქრუაშვილი მელიაზე
კბილებით დავიცავ მის თავისუფლებას, ფარად დავუდგები - ოქრუაშვილი მელიაზე

პარტია ,,გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თავისუფლებას კბილებით დაიცავს. 

,,მარცხენა ყბაში თუ გაგვარტყამენ სილას, მარჯვენას არ მივუშვერთ. კანონთან და სამართალთან აღარ გვაქვს საქმე. არ დავანებებთ მელიას, დღეს თუ უგულავა იყო იქ, ხვალ ჩემი მორიგეობა იქნება, ზეგ სხვისი და დიდხანს მოუწევთ მათ ჩვენთან გაძლების ომის თამაში. აღარ იქნება ისე, როგორც შარშან იყო, არ დავემორჩილებით, გამორიცხულია.

ნიკა მელიასთან პიროვნული ვალი მაქვს. ციხეში რომ ვიჯექი ჩემი აქტიური დამცველი იყო. კბილებით დავიცავ მის თავისუფლებას, ფარად დავუდგები წინ", - განაცხადა ოქრუაშვილმა თოქ-შოუ ,,რეაქციაში".

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

გენერალურმა პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობით უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system