თავში

ქეჩოში უნდა მოკიდო ხელი და წვეტიანი ფეხსაცმელით, "პანჩურით" გამოაგდო - უგულავა

ქეჩოში უნდა მოკიდო ხელი და წვეტიანი ფეხსაცმელით, "პანჩურით" გამოაგდო - უგულავა
ქეჩოში უნდა მოკიდო ხელი და წვეტიანი ფეხსაცმელით, პანჩურით გამოაგდო - უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა კიდევ ერთხელ მოატყუა საზოგადოება, როცა განაცხადა, რომ ნიკა მელიას მიმართ "საპატიმრო გირაო“ იქნება კანონით გამოყენებული.

როგორც უგულავა აცხადებს,„საპატიმრო გირაო“ არ არსებობს და ეს პირველკურსელმაც კი იცის.

"როცა "ქართულ ოცნებაზეა" საუბარი, პროგნოზი ძალიან უმადური საქმეა. ამ პროცესს ორი რამე უძღოდა წინ - ევროკავშირის განცხადება, სადაც ძალიან მკაცრად, ევროკავშირისთვის არადამახასითებელი ლექსიკით არის მითითებული საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მაკროეკონომიკირი ტრანში, პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება დამოკიდებულია და კავშირშია უზენაესი სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან. იმ უმსგავსობასთან, რომელიც დაამტკიცეს და კიდევ იგნორირებას უკეთებენ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას.

მეორე განცხადება ეს არის, პროკურორ გუგულაშვილის განცხადება, რომელმაც მორიგ ჯერზე მოატყუა საზოგადოება. ეს კაცი არის ჩვეულებრივი მონა და აფერისტი, რადგან პირველ კურსელმაც იცის, რომ გირაო მელიას მიმართ კანონით ვერ იქნება გამოყენებული, რადგან საპატიმრო გირაო არ არსებობს და როდესაც "ბულბულაშვილი" ამას იძახის, ეს არის გულის ამრევი. მას ქეჩოში უნდა მოკიდო ხელი და წვეტიანი ფეხსაცმელით, "პანჩურით" უნდა გამოაგდო პროკურატურიდან, რადგან საზოგადოების მოტყუება უკვე ბევრჯერ იკადრა. ის რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს არის საზოგადოების მოტყუება და კანონის უგულებელყოფა",-განაცხადა უგულავამ.

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. შეუცვლის თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებას ნიკა მელიას, დღეს გახდება ცნობილი. თავად ბრალდებულს პროცესზე დასწრების უფლება არ აქვს.

საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომლის გადაწყვეტილებითაც, მიმდინარე წლის 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გირაოს გადახდაზე უარის თქმის გამო მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა. ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებდა, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებდა და თუ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდიდა, ეს იქნებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია.

საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 16 თებერვალს ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მას პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე, კი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.

პროცესზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილისაცილება მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, პარტიის ოფისთან, სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მელიას პატიმრობა შეუფარდა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება რამდენიმე დღით გადადო.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

ნიკა მელია ამჟამად რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system