თავში

კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა
კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.ინფორმაციას ამის შესახებ თავად ელჩიც ადასტურებს. 

კელი დეგნანი შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა მისი თქმით, მის მოვალეობაში შედის, შეხვდეს საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს. 

 „ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაში შედის, შევხვდე საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს, ეს იქნება ბიზნესწრეები სამოქალაქო საზოგადოება, სტუდენტები თუ სხვა, რათა განვიხილოთ მრავალი საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და რაც პრიორიტეტულია საქართველოს მოსახლეობისთვის. შესაბამისად, თანამშრომლობის ახალი გზები დავსახოთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system