თავში

კელი დეგნანი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

კელი დეგნანი ირაკლი კობახიძეს პასუხობს
კელი დეგნანი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მმართველი პარტიის თავმჯდომაერს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ თავად არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი და კელი დეგნანი, რომელიც საარჩევნოდ 5%-იანი ბარიერის დატოვებას არ ეთანხმება, არა არის ექსპერტი.

კელი დეგნანის განცხადებით, ის ირაკლი კობახიძის ცოდნას პატივს სცემს, თუმცა, თავადაც აქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა არის საქართველოსთვის საუკეთესო.

"პატივს ვცემ ბატონ ირაკლი კობახიძის ცოდნას და საექსპერტო გამოცდილებას, ასევე, სხვა ბევრი კონსტიტუციონალისტის ცოდნას და გამოცდილებას, ვისაც შევხვედრივარ და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მართლაც გაუმართლა, რომ ძალიან ბევრი განათლებული კონსტიტუციონალისტი და იურისტი ჰყავს.

ასევე, მეც პირადად მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში და მიმუშავია სხვადასხვა ადგილას კონსტიტუციის შექმნის პროცესში დავხმარებივარ. გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი, მნიშვნელოვანი ასპექტები და ასე შემდეგ. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე და მაგალითზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო," - ამბობს კელი დეგნანი.

კელი დეგნანის თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშნველოვანია პარლამენტში იყოს მეტი პარტია და მრავალფეროვნება.

"ქართველი პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდენენ იმაზე, რომ დაბალი ბარიერი არჩევნებზე იქნებოდა სასარგებლო. ეს დადასტურდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით, როდესაც 1%-იანი ბარიერის შედეგად, პარლამენტში აღმოჩნდა 9 პარტია. ეს შეფასდა, როგორც დადებით განვითარებად და მათ შორის, ამ საკითხს ეთანხმებოდა მმართველი პარტია.

ამის შემდგომ, კვლავ გაგრძელდა მოლაპარაკებები და პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ 2%-იანი ბარიერი და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ის, რაც საქართველოს სჭირდება ამ დროისთვის. იმიტომ, რომ ამაზე საუბარი იყო 2019 წელსაც, რომ უნდა ჩატარებულიყო ასეთი წესით. ეს არ მოხდა, თუმცა შემდგომში მიღებულ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება, ეს არის ის, რაც მნიშნველოვანია საქართველოს განვითარების ამ ეტაპისთვის, რამაც უნდა შეიყვანოს პარლამენტში უფრო მეტი პარტია, მეტი მრავალფეროვნება და რაც მთავარია, მეტი ხმა და პოზიცია იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ამ ეტაპზე, ეს იქნება საუკეთესო გზა, " - ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თქვა, რომ საარჩევნოდ 5%-იანი ბარიერის დატოვება, არაა გზა მრავალფეროვანი პარლამენტისკენ და "ყველაფრის ერთი პარტიის მიერ მართვა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს". 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი კელი დეგნანის საპასუხოდ თქვა, რომ 2%-ანი და კიდევ უფრო დაბალი ბარიერი ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს და არცერთ სხვა ქვეყანაში არ ყალიბდება ერთპარტიული ტირანია. მისივე თქმით, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი თავად რის, ხოლო კელი დეგნანი არ არის ამ საქმის ექსპერტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system