თავში

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია ვინ ჩაანაცვლებს მინისტრს თანამდებობაზე. 

ქეთევან ციხელაშვილი 2002-2004 წლებში მუშაობდა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრში (ICCN) პროგრამის მენეჯერად და უფროს ანალიტიკოსად.

2001 წელს მიწვეული იქნა გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში უმცირესობების საკითხთა ევროპულ ცენტრში (ECMI) მკვლევარ-თანაშემწედ.

2001-2002 წლებში – ჰამბურგის უნივესტიტეტის (გერმანია) ეუთოს კვლევის ცენტრის (CORE) მკვლევარი გახდა.

2002 წელს იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და თავდაცვის სამმართველოს მკვლევარი-თანაშემწე (ბრიუსელი, ბელგია).

2004-2006 წლებში – კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.

2007-2009 წლებში – ევროპის სტაბილურობის ინიციატივის (ESI) ანალიტიკოსი საქართველოში.

2002-2010 წლებში – ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდის კონსულტანტი საქართველოში.

2008 წლიდან დღემდე ილიას უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ევროპათმცოდნეობაში. 2006-2012 წწ. – ლიბერალური აკადემია თბილისის (LAT) დირექტორი.

2012 წლის იანვრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე. 2012-2016 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

2016 წელის აგვისტოდან არის სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system