თავში

ქეთევან ციხელაშვილი ბეშრუეთის და კარალეთის საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა

ქეთევან ციხელაშვილი ბეშრუეთის და კარალეთის საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა
ქეთევან ციხელაშვილი ბეშრუეთის და კარალეთის საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა

„პატარები არის ჩვენი მომავალი, მათ მშვიდობიან, განვითარებულ და გაერთიანებულ საქართველოში უნდა იცხოვრონ“-ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საბავშვო ბაღს და კარალეთის N1 და N2 ბაღებს ესტუმრა. ქეთევან ციხელაშვილმა საბავშვო ბაღებს მინისტრის აპარატისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„ყველაზე მეტად აქ ჭირდებათ ამ ადამიანებს მხარდაჭერა, რომ დამაგრდნენ საკუთარ მიწაზე, გაზარდონ ეს არაჩვეულებრივი ბავშვები და რა თქმა უნდა ჩვენ შევძლოთ მშვიდობიანი გზებით ჩვენი მთავარი გამოწვევის - აი ამ სოფლების დაშორიშორების და დაყოფის დასრულება, ჩვენი მოსახლეობის გაერთიანების გზით“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system