თავში

ქეთევან ციხელაშვილი: ბოლო დროს გაიზარდა კონტაქტი, ჩვენ უნდა შევძლოთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან საუბარი

"აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან დიალოგის პროცესში, სხვადახვა სფეროს წარმომადგენლებთან საუბარი უნდა შევძლოთ"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

"პოლიტიკა შედგება ორი მიმართულებისგან, ერთია დეოკუპაცია, მეორეა დიალოგი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან. ბოლო დროს გაიზარდა კონტაქტები, მათ შორის სხვადასხვა ჯგუფთან, იქნება ეს ბიზნესით, ვაჭრობით თუ სხვა სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებთან.

დღესაც ვსაუბრობთ ჩვენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაღიარებთ მათ დამოუკიდებლობას. ამიტომ მოლაპარაკების პროცესში მხარეების სტატუსი შეიძლება მოქნილად გამოვიყენოთ და სხვადახვა სფეროს წარმომადგენლებთან საუბარი შევძლოთ. რაც მომხდარა და ახლაც ხდება," – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system