თავში

ქეთევან ციხელაშვილი: გავაგრძელებთ შერიგების პოლიტიკას

ქეთევან ციხელაშვილი: გავაგრძელებთ შერიგების პოლიტიკას
ქეთევან ციხელაშვილი: გავაგრძელებთ შერიგების პოლიტიკას

ოფიციალური თბილისი ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკას- ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სოხუმში განვითარებულ მოვლებენის შეფასებისას გააკეთა. ქეთევან ციხელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც განვითარებები იქნება მშვიდობიანი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენთვის მთავარი იყო და არის ის, რომ არ მომხდარიყო ესკალაცია, მოვლენების ძალადობლივ ფორმაში გადაზრდა და ყველაფერს ჰქონოდა მშვიდობიანი ჩარჩო.

რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი. მე იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც განვითარებები იქნება მშვიდობიანი. მე მინდა დავარწმუნო საზოგადოება და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აფხაზური საზოგადოება, რომ ჩვენი ინტერესია სწორედ ის, რომ მოსახლეობისთვის იყოს უსაფრთხო გარემო და ყველა პროცესი იყოს მშვიდობიან ჩარჩოში.

ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკა არის მშვიდობიანი და კონსტრუქციული. მეტიც, თვითონ ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ურთუერთობაში მშვიდობას არ აქვს არანაირი ალტერნატივა.

ჩვენ გვითქვამს და გაგვიცხადებია არაერთხელ, რომ არსებობს მზაობა დიალოგისა და თანამშრომლობისასთვის აფხაზური საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ამისათის არსებობს შესაბამისი ფორმები და საკმაოდ ფართო სივრცე. 

მეტსაც გეტყვით. რაც არ უნდა თქვას ამა თუ იმ პირმა, მათ შორის შესაძლბელია, ქართულ მხარესაც, კონტაქტების არარსებობის თაობაზე, მე დაბეჯითებით გეუბნევით, რომ კონტაქტები რა თქმა უნდა, არსებობს, და ამ ბოლო პერიოდში არის მზარდი. მიუხადავად იმისა, რომ არ არის საჯარო, რაც იმას მიანიშნებს, რომ დიახ, აფხაზურ მხარესაც არის სურვილი, საჭიროება, ინტერესი და, ვფიქრობ, დროც საკმარისი გავიდა და ალბათ არსებული ფონიც და მოვლენებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გავაკეთოდ დასკვნა - აუცილებელია ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმა სწორედ დიალოგისაკენ, თანამშრომლობისაკენ და ნდობის მშენებლობისაკენ. ქართული მხარე ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკას. ჩვენ ისედაც ვდგამთ პროაქტიულ ნაბიჯებს, რაც არის სწორედ მოსახლეობის ინტერესებზე მიმართული“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system