თავში

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება გაჭიანურდა

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება გაჭიანურდა
ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება გაჭიანურდა

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების საკითხს ეხმაურება.

"მე არც ე.წ. სასამართლოს და არც ე.წ. გადაწყვეტილებების განხილვაში არ შევალ. ფაქტია, რომ გაჭიანურდა კვლავ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება, რასაც არანაირი წინაპირობა არ შეიძლება ჰქონდეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საუბედუროდ საოკუპაციო რეჟიმის სახეს, დამოკიდებულებას ადამიანების და ჰუმანიტარული საკითხების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, ცალსახად არის მათი პასუხისმგებლობა.

აბსოლუტურად უპრეცედენტო ძალისხმევაა გაწეული და გრძელდება იმისათვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იქნას გათავისუფლებული. მე მინდა მის ოჯახს და ჩვენს მთელ საზოგადოებას, რომელიც არის სრულად ჩართული, რა თქმა უნდა, ასევე, პირველ რიგში, ბატონ ვაჟას, ვუსურვო გამძლეობა ამ უსამართლო ბრძოლაში, უსამართლობასთან, ერთადერთი სამართლიანი შედეგისთვის, რაც არის მისი თავისუფლება”,-აცხადებს ციხელაშვილი.

ახალგორის ე.წ. სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system