თავში

ხაბეიშვილი: ხელისუფლებამ მოსახლეობა სრული შიმშილისთვის გაიმეტა

ხაბეიშვილი: ხელისუფლებამ მოსახლეობა სრული შიმშილისთვის გაიმეტა
ხაბეიშვილი: ხელისუფლებამ მოსახლეობა სრული შიმშილისთვის გაიმეტა

ახალი შეზღუდვებით ხელისუფლებამ მოსახლეობა სრული შიმშილისთვის გაიმეტა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, 10 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ელემენტარული პრობლემების მოგვარება ვერ შეძლო, რის გამოც, ახალი შეზღუდვები შემოიღეს. 

"სამწუხარო რეალობაა, რომ 10 თვის განმავლობაში  9 მილიარდი ლარი დახარჯეს და ისევ ჩაკეტვა უწევთ მხოლოდ იმისთვის, რომ ამ პერიოდში ელემენტარული პრობლემები ვერ მოაგვარეს. ეს შეზღუდვები ბიზნესზე იმდენად სერიოზული წნეხი იქნება, რომ ფაქტობრივად ლიკვიდაციის ტოლფასია. ამ ბიზნესის უკან დგანან ადამიანები, ამ ადამიანების უკან დგანან ოჯახები, ამ ოჯახების უკან დგანან მცირეწლოვნები, პენსიონერები და სხვები, ისინი ხელისუფლებამ სრული შიმშილისთვის გაიმეტა", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system