თავში

ხაჯიმბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის

ხაჯიმბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის
ხაჯიმბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის

რაულ ხაჯიმბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტზე, ასლან ბარციცზე დაყდნობით ავრცელებს.

მანამდე ბარციცმა განაცხადა, რომ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

გუშინ წინ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის აგარაკთან ასობით ადამიანია შეიკრიბა და მისი გადადგომა მოითხოვა.

რუსული მედიის ცნობით, შენობას შეიარაღებული სამართალდამცველები იცავდნენ. მანამდე ხაჯიმბამ, ე.წ ოპოზიციის ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან მოლაპარაკებები გამართა, რის შემდეგაც პირობა დადო, რომ გადაგომის შესახებ გადაწყვეტილებას მალე გააჟღერებდა.

ამასთან, დღეს სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ე.წ განმეორებითი არჩევნები 22 მარტს უნდა ჩატარდეს, გაასაჩივრებს. ე.წ ხელისუფლების განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი საკასაციო კოლეგიის უსამართლო გადაწყვეტილებაა.

აფხაზეთში განმეორებითი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების 22 მარტს გამართვის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან დღეს ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ გოგიამ გააკეთა. გოგიამ აღნიშნა, რომ ხელახალი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.

ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება 10 დეკემბერს მიიღო.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის დათხოვნის მიზნით, საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა იმართება. აქციის მონაწილეთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა. მათ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებდა, რომ თანამდებობიდან წასვლას რ აპირებდა.

"დეპუტატებმა" ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდელი ჩამორთმევის შესახებ პროექტი მოამზადეს. დოკუმენტს, რომელიც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს "დეპუტატებმა" კენჭი გუშინ უყარეს. დადგენილებას მხარი 19 -მა "დეპუტატმა" დაუჭირა, ოთხი კი წინააღმდეგი იყო. ერთმა "დეპუტატმა" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. დე ფაქტო პარლამენტი სულ 35 მანდატისგან შედგება.

„ოპოზიცია“ ამტკიცებს, რომ რაულ ხაჯიმბას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე უმრავლესობა არ მოუპოვებია, თუმცა არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი – 46,17. ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა. შედეგი კანდიდატმა ალხას კვიცინიამ უკანონოდ მიიჩნია. მან სასამართლოს მიმართა და არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიტანა ალხას კვიცინიამ საკასაციო საჩივარი დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში, რომელმაც განმეორებით არჩევნების დანიშნვნის გადაწყვეტილება მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system