თავში

ხალხი მოძალადეებს და მჩაგვრელებს აღარ აირჩევს - ირაკლი ღარიბაშვილი

ხალხი მოძალადეებს და მჩაგვრელებს აღარ აირჩევს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხალხი მოძალადეებს და მჩაგვრელებს აღარ აირჩევს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცაგერში იმყოფება, სადაც მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა. მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თვითმმართველობის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტების გაუმჯობესებული დაფინანსების გეგმები აქვს. როგორც პრემიერ-მინსიტრმა აღნიშნა, ცვლილებები მასშტაბურ სახეს მიღებს. 

კითხვაზე, შეძლებს თუ არა ოპოზიციონერი მერი იგივე მხარდაჭერის მიღებას პრემიერ-მინსიტრისგან, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერი მერი ვერ გაიმარჯვებს.

"მაქვს გეგმები, რომ ბიუჯეტი გავუზარდო თვითმმართველობის ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს. ძალიან მასშტაბურიო პროექტების დაფინანსებას ვგეგმავთ,. 

ოპოზიციონერი მერი ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ ხალხი არის ბრძენი, იმიტომ, რომ ხალხი მოძალადეებს და მჩაგვრელებს აღარ აირჩევს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system