თავში

ხალხი საკადრის პასუხს გასცემს - რიჟვაძე

ხალხი საკადრის პასუხს გასცემს - რიჟვაძე
ხალხი საკადრის პასუხს გასცემს - რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის არსებული ეიფორია მალე გადაივლის.

"ხვალინდელი არჩევნებით, ერთი მხრივ, ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება და მეორე მხრივ, დასრულდება ამ კლოუნადისა და მოდელირებული "ქრონიკის" შემქმნელების პოლიტიკური ასპარეზი. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ, ყველა მუნიციპალიტეტში, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, ჩვენი საზოგადოება, ამომრჩეველი, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველას საკადრის პასუხს გავცემთ. ზედმეტ ეიფორიას არ გირჩევთ. ეს იქნება რამდენიმესაათიანი აჟიოტაჟი. ძალიან მალე, ხვალ, ეს არჩევნებიც დასრულდება და ერთი მხრივ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას და მეორე მხრივ, "ნაცმოძრაობის" მხრიდან, მოდელირებული გამარჯვებების შექმნა დასრულდება", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ის ბათუმშია.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა და ის უკრაინიდან არ გასულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system