თავში

ხალხს არ უნდა დამღუპველ პროცესებში მონაწილეობა - ვოლსკი

ხალხს არ უნდა დამღუპველ პროცესებში მონაწილეობა - ვოლსკი
ხალხს არ უნდა დამღუპველ პროცესებში მონაწილეობა - ვოლსკი

 პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არჩევნები არ გაყალბებულა, ხოლო თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ გაყალბდა, საკუთარ პოლიტიკურ რჩეულს დაავალოს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მიიღოს მონაწილეობა.

მისივე თქმით, საზოგადოების განწყობა არანაირად არ შეესაბამება გეგმებს, რაც მიხეილ სააკაშვილს და მის გარშემო შეკრებილებს გააჩნიათ

"პროტესტი, რა ფორმითაც მას ოპოზიცია მიმართავს, დასაშვებია. არავინ ამის წინააღმდეგი არ არის. საქართველოში დემონსტრაციები არ იკრძალება. ის, რომ პოლიტიკურ ოპონენტებზე პერსონალური დევნა უნდა მოაწყონ, ეს აქციების შინაარსზე მიუთითებს. ვისაც დღეს საპროტესტო განწყობა აქვს, მინდა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართო: - არჩევნები არ გაყალბებულა, ხოლო თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ გაყალბდა, საკუთარ პოლიტიკურ რჩეულს დაავალოს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მიიღოს მონაწილეობა. საერთაშორისო თანამეგობრობას უკან არ წაუღია მოწოდება იმის თაობაზე, რომ დაპირისპირებები პარლამენტში უნდა მოხდეს და არა ქუჩაში. რაც მთავარია, საზოგადოების განწყობა არანაირად არ შეესაბამება გეგმებს, რაც მიხეილ სააკაშვილს და მის გარშემო შეკრებილებს გააჩნიათ. ხალხს არ უნდა ქვეყნისთვის ისეთ დამღუპველ პროცესებში მონაწილეობა, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია, ამის დასტურია აქციაზე 4-5 ათასი მომიტინგის ყოფნა. არავითარი ნიშანი და საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვინმემ საქართველოში პრორუსულ პოლიტიკაზე ილაპარაკოს," - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system