თავში

ხატია დეკანოიძე: არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი ამაზრზენი კამპანია

ხატია დეკანოიძე: არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი ამაზრზენი კამპანია
ხატია დეკანოიძე: არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი ამაზრზენი კამპანია

"სურთ, რომ ლეგიტიმაცია მიანიჭონ ბევრ ფარისევლობას",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ "ქართულ ოცნებაში" გაკეთებულ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს და მათ მხარდამჭერებსაც ბოიკოტისკენ მოუწოდებს. 

„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი ამაზრზენი კამპანია. ახლა სურთ, რომ ლეგიტიმაცია მიანიჭონ ბევრ ფარისევლობას. არ ვიცი, რა დავარქვა ამ მეორე ტურებს, ეს არის კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტური. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას.

მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე მივმართეთ ჩვენს ამომრჩევლებს, არ მივიდნენ და ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს. არც ჩვენ – ოპოზიციის კანდიდატები და არც ჩვენი ამომრჩეველი მონაწილეობას არ მიიღებს იმ დემოკრატიის იმიტაციაში, რომლის შექმნაც ბიძინა ივანიშვილმა სურს.

პირველად ხდება დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ ერთი პარტია მონაწილეობს ასე ვთქვათ არჩევნებში, ვერც ერთი კანდიდატი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის დემოკრატიის ფასადი, იმ ფასადური დემოკრატიისთვის რომელიც მას სჭირდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, დღეს "ქართულ ოცნებაში" გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ განაცხადეს, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მხარდამჭერების მობილიზებას ფარულად ახდენენ.

შეგახსენებთ,საქართველოს 17 საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნები მიმდინარეობს. ამასთან, ქუთაისში იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურს ოპოზიციური პარტიის ლიდერები ბოიკოტს უცხადებენ და მონაწილეობას არ იღებენ. მათი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველივე ტური გააყალბა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system