თავში

ხატია დეკანოიძე: გუშინ ამირან გამყრელიძემ თქვა ძალიან დიდი ტყუილი

ხატია დეკანოიძე: გუშინ ამირან გამყრელიძემ თქვა ძალიან დიდი ტყუილი
ხატია დეკანოიძე: გუშინ ამირან გამყრელიძემ თქვა ძალიან დიდი ტყუილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ხვალ დაანონსებულ აქციას უერთდება და აცხადებს, რომ რეგულაციების შემსუბუქების საკითხი სასწრაფოდ უნდა დადგეს დღის წესრიგში. 

მისი თქმით, მიუღებელია ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ხარჯზე გატარდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები. 

გუშინ ამირან გამყრელიძემ თქვა ძალიან დიდი ტყუილი „დაგუგლეთ სად არის გახსნილი ზამთრის კურორტებიო“ , საჯაროდ მინდა მივმართო ამირან გამყრელიძეს, ძალიან ბევრგან არის გახსნილი ზამთრის კურორტები, ძალიან გთხოვთ, ეს ყოვლად მიუღებელია. მე, როგორც ერთი ადამიანი, ვუერთდები ამ აქციას. ყველას მინდა მოგიწოდებთ, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვიცხოვრებთ მომდევნო თვეების მანძილზე გამოდით ხვალ, შეუერთდით იმ ადამიანებს, ვინც თვითდაორგანიზდა“,-განაცხადა დეკანოიძემ. 

"გირჩი - მეტი თავისუფლება" ხვალ კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს გააპროტესტებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system