თავში

ხატია დეკანოიძე: მოთხოვნები არ იცვლება

ხატია დეკანოიძე: მოთხოვნები არ იცვლება
ხატია დეკანოიძე: მოთხოვნები არ იცვლება

"საკოორდინაციო შეხვედრა არის კიდევ ერთხელ იმის დაფიქსირება, რომ ჩვენი პოზიცია ახალ ან რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით არ იცვლება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრამდე განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია და რიგგარეშე ან ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე განსხვავებული პოზიციები არ არსებობს.

"ჩვენ კომპრომისი არ გვექნება, ეს არის საქართველოს მოქალაქეების ნება. რაც შეეხება შეთავაზებულ წინადადადებებს, ეს წინადადაბები ითვალისწინებს მნიშვნელოვან მოთხოვნებს საქართველოს მოქალაქეებისგან, ვისაც არჩევნები გაუყალბეს. ამ წინადადებებში არ იცვლება მთავარი მოთხოვნები, როგორიც არის რიგგარეშე ან ახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ადმინისტრირება და გამჭვირვალედ დაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system