თავში

ხატია დეკანოიძე: პოლიცია არ უნდა იყოს პოლიტიკური შეკვეთების განმახორციელებელი

ხატია დეკანოიძე: პოლიცია არ უნდა იყოს პოლიტიკური შეკვეთების
ხატია დეკანოიძე: პოლიცია არ უნდა იყოს პოლიტიკური შეკვეთების განმახორციელებელი

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ოპოზიციური პარტიების მხრიდან მართლმსაჯულების საკითხებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონის უზენაესობისთვის მართლმსაჯულების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, საქართველოში პოლიცია არ უნდა იყოს პოლიტიკური შეკვეთების განმახორციელებელი.

„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ სამი მიმართულებით რეფორმირებას. დიდი იმედი მაქვს სხვა ოპოზიციური პარტიებიც შემოგვიერთდებიან. ეს იყო ძალიან რთული შეთანხმების პროცესი. ეს რეფორმა, რომელიც ახლა აქ არის ასახული, სრულად ჯდება იმ პოლიტიკურ პლატფორმაში, რომელიც გვაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მართლმსაჯულების რეფორმირების მიმართულებით. სრულად ვაცნობიერებ, რომ საქართველოში პოლიტიზირებული პოლიცია აღარ უნდა არსებობდეს, პოლიციელი უნდა იყოს ღირსეული მსახური საზოგადოების და არ უნდა იყოს პოლიტიკური შეკვეთების განმახორციელებელი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობის გაზრდის მიზნით, "ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანმა საქართველომ“ და „გირჩმა“, შეთანხმება გააფორმეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system