თავში

ხაზარაძე: აიკრძალოს მევახშეობა საქართველოში

ხაზარაძე: აიკრძალოს მევახშეობა საქართველოში
ხაზარაძე: აიკრძალოს მევახშეობა საქართველოში

მამუკა ხაზარაძე საქართველოში მევახშეობის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

მისი თქმით, სიტყვა მევახშე ქართული განმარტებითი ლექსიკონით ნიშნავს კერძო პირს, რომელიც მეორე პირს ასესხებს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს.

არ დავიღლები ამის ლაპარაკით, რომ ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს. მე ყველას ვეკითხები – რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ან ვიღაც კერძო პირის თემას. პირდაპირ მინდა, გამოვიდე ინიციატივით. ეთერებში გადის ძალიან არაეთიკური, რბილად რომ ვთქვათ, სარეკლამო რგოლები და ჩვენ, მე პირადად მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, განვუმარტო, სიტყვა მევახშე რას ნიშნავს. სიტყვა მევახშე ქართული განმარტებითი ლექსიკონით ნიშნავს კერძო პირს, რომელიც მეორე პირს ასესხებს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. ამიტომ, მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system