თავში

ხაზარაძე: მმართველი პარტია ძალადობის წამქეზებლად გვევლინება

ხაზარაძე: მმართველი პარტია ძალადობის წამქეზებლად გვევლინება
ხაზარაძე: მმართველი პარტია ძალადობის წამქეზებლად გვევლინება

მარნეულში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია თავდასხმა ჟურნალისტებზე

“განსაკუთრებით მიუღებელია თავდასხმა ჟურნალისტებზე. მარნეულში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, მართოს სიტუაცია ქვეყანაში და უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება. მმართველი პარტია თავად გვევლინება ძალადობის წამქეზებლად და ძალადობაში მონაწილე პირების დამცველად. ხელისუფლება ვერ, თუ არ ახორციელებს წესრიგის დაცვას და სიტუაციის მართვას. ნაცვლად დაძაბულობის განმუხტვისა, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები დაპირისპირების და დაძაბულობის გაღვივებას ემსახურება. კატეგორიულად მოვუწოდებთ სამართალდამცველებს - სასწრაფოდ გამოიძიონ ძალადობრივი ქმედებები და უმკაცრესად დასაჯონ ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა მარნეულში მიმდინარე დანაშაულებრივ პროცესებში," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system