თავში

ხაზარაძე: უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე

ხაზარაძე: უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე
ხაზარაძე: უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე

უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე, ეს ორი პრინციპულად განსხვავებული რაღაცაა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ტვ. „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ხაზარაძის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს. 

„რომ წარმოვიდგინოთ, საპარლამენტო დაფინანსებაზე ყველამ უარი თქვას, ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ შავი ფულის ტრიალს პოლიტიკაში, რადგან დღევანდელი კანონმდებლობა უამრავ ხვრელს აჩენს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტიის გადაწყვეტილება გამომდინარეობს იქიდან, რომ რეგიონში განვითარდეს პოლიტიკური პროცესი და ისინი მოემზადონ მომავალი არჩევნებისთვის.

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით 9 პარტიამ მიმართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system