თავში

ხაზარაძის განცხადება არასერიოზული და ნაჩქარევია - ელისაშვილი

ხაზარაძის განცხადება არასერიოზული და ნაჩქარევია - ელისაშვილი
ხაზარაძის განცხადება არასერიოზული და ნაჩქარევია - ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადება არასერიოზული და ნაჩქარევია.

"მამუკა ხაზარაძის განცხადება არასერიოზული და ნაჩქარევია. მას უფლება აქვს, რაც უნდა განაცხადოს, მაგრამ ჩვენც უფლება გვაქვს, ისე მოვიქცეთ, როგორც საჭიროდ მიგვაჩნია. საჭიროდ მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით შევასრულოთ შეთანხმება, სადაც წერია, რომ რეფორმა უნდა განხორციელდეს. ჩვენ შემოვედით საარჩევნო რეფორმისა და იმისთვის, რომ სასამართლო დამოუკიდებელი გახდეს და არა – დემარშების მოსაწყობად. მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და „კლანი“, რომელიც რეალურია და არა – მითიური, ჩამოშორდეს სასამართლოს.

ასე ნაჩქარევად და ფართხაფურთხით მოსამართლეების საკითხის გამოტანა ამ მიზანს არ ემსახურება", – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ თუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, "ლელო" პარლამენტიდან გავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system