თავში

"ხაზი იქით მიდის" - ვინ აფინანსებს გახარიას

"ხაზი იქით მიდის" - ვინ აფინანსებს გახარიას
ხაზი იქით მიდის - ვინ აფინანსებს გახარიას

ჩვენ გვაქვს ეჭვები, ეს ეჭვები გაჩნდა კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც შეიძლება ვენდოთ. თუმცა, ფაქტობრივი მტკიცებულება შეიძლება არ არსებობდეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა. 

"საუბარი იყო დაფინანსებაზე, კონკრეტულ თანხებზეც იყო საუბარი, 2 მილიონი, 3 მილიონი. ეს უკავშირდება იმ ხაზს, რა ხაზიდანაც გვაქვს ჩვენ გავლენის ეჭვი", - განაცხადა კობახიძემ "მთავარი არხის" ეთერში. 

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა დაფინანსების წყაროში "ნაციონალურ მოძრაობას", კონკრეტულად კი დავით კეზერაშვილს, - კობახიძემ უპასუხა, რომ "ხაზი იქით მიდის".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system