თავში

ხელისუფლება და ოპოზიცია კაჭრეთში, საარჩევნო რეფორმას განიხილავს

ხელისუფლება და ოპოზიცია კაჭრეთში, საარჩევნო რეფორმას განიხილავს
ხელისუფლება და ოპოზიცია კაჭრეთში, საარჩევნო რეფორმას განიხილავს

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კაჭრეთში, გასვლითი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან როგორც მმართველი გუნდის ლიდერები, ასევე იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც ბოიკოტი ჰქონდათ გამოცხადებული და საბოლოოდ, შარლ მიშელის დოკუმენტით ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს.

შეხვედრას ესწრებიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი თემა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისა და საარჩევნო კამპანიის წარმართვის საკითხები იქნება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ დაახლოებით 40-მდე წინადადება ექნებათ, რომელსაც დღეს სამუშაო ჯგუფს წარუდგენენ.

სამუშაო ჯგუფმა საარჩევნო კანონმდებლობაში ის რეკომენდაციები უნდა ასახოს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით ქვეყანას ვენეციის კომისიამ, ეუთო/ოდირმა მისცეს. ასევე დოკუმენტში ასახული უნდა იყოს შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system