თავში

მერაბიშვილი: გაძლევთ გარანტიას, ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება - VIDEO

მერაბიშვილი: გაძლევთ გარანტიას, ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება - VIDEO
მერაბიშვილი: გაძლევთ გარანტიას, ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება - VIDEO

ვანო მერაბიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა.

„ჩემს გულშემატკივრებს, ახლობლებს, ხალხს, ვინც აქ არის და ვინც შორიდან მგულშემატკივრობს, მათი მხარდაჭერითა და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, იმედი, რწმენა, გავაგრძელო ბროლა, რომ ეს რეჟიმი საქართველოს დღესვე ჩამოსცილდეს, გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ამის გაკეთება არის აუცილებელი და აუცილებლად გავაკეთებთ. გარდა ამისა, ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი ვინც ციხეში ზის გათავისუფლდება", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 

თუ რომელ პარტიას შეუერდება ვანო მერაბიშვილი, ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

,, სამწუხაროა, რომ ჩემი თანაგუნდელები სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან. ყველა მათგან შევხვდები, გავეცნობი მათ გეგმებს, მჭირდება გარკვეული დრო, როდესაც ჩამოვყალიბდები, ვაცნობებ საზოგადოებას"-  განცხადა ვანო მერაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. 

შეგახსენებთ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system