თავში

ხელისუფლება ქვეყნის სრულ ჩაკეტვას გეგმავს - ბოკერია

ხელისუფლება ქვეყნის სრულ ჩაკეტვას გეგმავს - ბოკერია
ხელისუფლება ქვეყნის სრულ ჩაკეტვას გეგმავს - ბოკერია

„ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან გეგმავს ქვეყნის სრული ჩაკეტვის შესახებ განაცხადოს - ამის შესახებ ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ბოკერიას თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მეორე ტურის წინ ხელისუფლება ფორის შექმნას აპირებს, რადგან კარგად იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს.

ბოკერია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დებატებში მონაწილეობის და ამ თემაზე სერიოზული დისკუსიის გამართვისკენ მოუწოდებს.

„ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ გეგმავს ორშაბათიდან (2 ნოემბერი) „ლოქდაუნის“ გამოცხადებას. ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფორის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ. ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system