თავში

ხელისუფლებამ ეს ფაქტი დამალა - აკაკი მინაშვილი

ხელისუფლებამ ეს ფაქტი დამალა - აკაკი მინაშვილი
ხელისუფლებამ ეს ფაქტი დამალა - აკაკი მინაშვილი

ნიკა მელიას სარჩელი ეხება მის უკანონო დაკავებას, კომუნიკაცია სტრასბურგიდან ძალიან სწრაფად შედგა ხელისუფლებასთან, რაც ნიშნავს, რომ ყველა ძალიან კარგად ხვდება სერიოზული დარღვევების შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტი, რომ ნიკა მელიას სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ხელისუფლებამ დამალა.

„სტრასბურგის სასამართლომ გამოაგზავნა კონკრეტული კითხვები, ხელისუფლება ვალდებულია, ამაზე პასუხები გასცეს. ეს დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. ხელისუფლებამ ეს ფაქტი დამალა, რადგან ძალიან კარგად გრძნობს, რამდენად სერიოზული დარღვევები აქვს ნიკა მელიას უკანონო დაკავების მიმართულებით“, – განაცხადა მინაშვილმა.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საქმე ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო. სტრასბურგის სასამართლო ნიკა მელიას დაკავების კანონიერებაზე იმსჯელბს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system