თავში

ხელისუფლებამ ქვეყანა ღრმა ჭაობში ჩაფლო - კაპანაძე

ხელისუფლებამ ქვეყანა ღრმა ჭაობში ჩაფლო - კაპანაძე
ხელისუფლებამ ქვეყანა ღრმა ჭაობში ჩაფლო - კაპანაძე

კრიზისს, რომელიც მათ შექმნეს, ვერც ეს ბიუჯეტი ვერ უშველის და ვერც რაიმე სხვა ზომა, იმდენად ღრმა ჭაობში ჩაფლეს ქვეყანა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს შექმნილი კრიზისიდან გამოძრომა მარტო მოუწევთ, რადგან პარლამენტი ერთპარტიული იქნება თუ ახალი არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმება არ დაიდება. 

"აბსურდია საერთოდ ახლა ბიუჯეტზე და ამ დოკუმენტებზე საუბარი. როდესაც ჩართულები ვიყავით ჩვენ ასეთი დოკუმენტების განხილვაში, არც ერთხელ, ჩვენი კონკრეტული რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია მთავრობას, ახლა მათ აქვთ სრული პასუხისმგებლობა, თვითონ გამოასწორონ ეს მარაზმი, რომელიც ქვეყანაში მოიტანეს, გინდა ბიუჯეტის მიღებით და გინდა ხარჯების გადათამაშებით. ფაქტია, რომ ამ კრიზისს, რომელიც მათ შექმნეს, ვერც ეს ბიუჯეტი ვერ უშველის და ვერც რაიმე სხვა ზომა, იმდენად ღრმა ჭაობში ჩაფლეს ქვეყანა ჯანდაცვის კუთხით, ეკონომიკის კუთხით და ამას დაამატეს პოლიტიკური კრიზისი. ამრიგად, თვითონ მოუწევთ აქედან გამოძრომა და თუ ჰგონიათ, რომ ამით რაიმე არგუმენტი მოიგონეს, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ იყოს, ძალიან ცდებიან. პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოხდება შეთანხმება ახალ არჩევნებზე, თუ არ მოხდება, ისინი იქნებიან მარტონი პარლამენტში”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარუდგინეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system