თავში

ხელისუფლებას 20 ივნისის გათეთრება არ გამოუვა - ნაცვლიშვილი

ხელისუფლებას 20 ივნისის გათეთრება არ გამოუვა - ნაცვლიშვილი
ხელისუფლებას 20 ივნისის გათეთრება არ გამოუვა - ნაცვლიშვილი

ხელისუფლებას 20 ივნისის გათეთრება არ გამოუვა, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი სრულიად უსინდისოდ, 20 ივნისის გათეთრების მცდელობაა.

"ხელისუფლების ღია მცდელობა, რომ გარეცხოს და გაათეთროს 20 ივნისი არ გამოუვა. ამის რესურსი მათ არ აქვთ და რომც მიიღონ, ეს სრულიად უსინდისო 20 ივნისის გამათეთრებელი კანონი, სამართლებრივი და პოლიტიკური რესურსი რჩება, რომ ამ ქვეყანაში ახალი სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, შეიცვლება ხელისუფლება და ძირფესვიანად შეიცვლება მართლმსაჯულების სისტემა პროკურატურისა და სასამართლოს ჩათვლით", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system