თავში

ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა მელიას გათავისუფლება - გიგა ბოკერია

ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა მელიას გათ
ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა მელიას გათავისუფლება - გიგა ბოკერია

"ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა მელიას განთავისუფლება, ეს იყო ძალიან მძიმე პრობლემა ხელისუფლებისათვის ქვეყნის შიგნით და გარეთ, ორივე ფრონტზე", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

მისი თქმით, როგორც მელიას, ისე რურუას თავისუფლება არის კარგი ამბავი როგორც ადამიანურად, ისე პოლიტიკურად, თუმცა ამ პროცესის მთავარი ხინჯი არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმს მეტნაკლები წარმატებით გამოუვიდა პოლიტიკური პატიმრებით ვაჭრობა.

თავი რომ დავანებოთ იმ ტექნიკურ დეტალს, რომელიც ცნობისმოყვარეობას იწვევს, თუ სად გადაირიცხა ფული, რადგან პროკურატურამ უნდა გადადგას ნაბიჯი და შეუცვალოს პატიმრობა გირაოთი, იმისთის, რომ გირაო იქნას გადახდილი. თუმცა, გვერდით რომ გადავდოთ ეს საინტერესო სამართლებრივი დეტალი, არსებითად, ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფალი, ის არის პოლიტპატიმარი, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება თავისუფალი ამა თუ იმ ფორმით, დარწმუნებული ვიყავი ამაში, ხელიუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა მისი გათავისუფლება, ეს იყო ძალიან მძიმე პრობლემა ხელისუფლებისათვის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ორივე ფრონტზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system