თავში

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 5-საათიანი შეხვედრა დასრულდა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 5-საათიანი შეხვედრა დასრულდა
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 5-საათიანი შეხვედრა დასრულდა

თბილისში, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის რეზიდენციაში ოპოზიციის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

გერმანიის ელჩის მიწვევით ვახშამზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა. შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ცდილობენ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში დახმარება გაუწიონ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

საარჩევნო საკითხებზე ერთი მსგავსი არაფორმალური შეხვედრა გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მორიგი რაუნდი მალე შედგება.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system