თავში

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება

დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოპალარაკების მესამე რაუნდი გაიმართება. დიალოგს მედიატორობას უცხოელი დიპლომატები გაუწევენ. როგორც ცნობილია, შეხვედრის მთავარი თემა დღესაც საარჩევნო სისტემა და მასში შესატანი ცვლილებები იქნება.

გასული ორი კვირის გამართულ შეხვედრებზე პოლიტიკურმა ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა განაცხადეს, რომ ახალი ფორმატის საარჩევნო სისტემა განიხილება. დიპლომატებმა მხარეებს სისტემის მაჟორიტარულ ნაწილში ცვლილებებზე დაფიქრება შესთავაზეს. პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ პოზიციის ჩამოყალიბებისათვის კონსულტაციები სჭირდებოდათ.

შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system