თავში

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო - VIDEO

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო
ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო - VIDEO

სასტუმრო „ბილტმორში“, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა იმართება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელია“ .

შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის ინიციატივი იმართება.

ოპოზიციური ერთობის წარმომადგენელმა 30-მდე პარტიამ 29 ნოემბერს ხელი მოაწერა მემორანდუმს იმის დასტურად, რომ მხარს უჭერს ე.წ. „გერმანული მოდელის“ შეჯერებულ პროექტს.  ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.

30-მდე პარტიის ლიდერის ხელმოწერილი დოკუმენტი მაჟორიტარული მანდატების პროპორციულად გადანაწილებას ითვალისწინებს.

შემუშავებული ვერსიით, პარტიამ ან საარჩევნო ბლოკმა იმაზე მეტი მანდატი ვერ უნდა მიიღოს, ვიდრე არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებლით დაფიქსირდება. ცვლილებები პროპორციულ არჩევნებში 3%-იან ბარიერსაც ითვალისწინებს.

პროექტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (OSCE/ODHIR) გადაეგზავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system