თავში

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოპალარაკების მესამე რაუნდი, კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა

ოპოზიციური ლიდერებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, შეხვედრის მთავარი თემა დღესაც საარჩევნო სისტემა და მასში შესატანი ცვლილებები იყო. 

შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველა თანხმდება ერთ მთავარ საკითხზე: საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. მათი განცხადებით, მმართველი გუნდი კატეგორიულ უარზეა მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით. მათივე თქმით, ყველა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან უკმაყოფილო იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც დღეს არსებობს. 

შეხვედრა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს მედიატორობას უცხოელი დიპლომატები უწევდნენ. მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი სავარაუდოდ პარასკევს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system