თავში

ხელისუფლებისთვის ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე - ნიკა მელია

ხელისუფლებისთვის ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე - ნიკა მელია
ხელისუფლებისთვის ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე - ნიკა მელია

ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით შეიძლება, დაიხსნა კრიმინალი ან პოლიტიკოსი, ორივე შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა. 

"ორი შედეგია, ან "ქართულ ოცნებაზე" დაყრდნობით თანხა ჩაერიცხა მძიმე კრიმინალს, როგორსაც მე მიწოდებენ, საერთაშორისოდ უკვე აღიარებულ კრიმინალს, რომელიც ალბათ კონკურენციას გაუწევს "ქართული ოცნების" კარზე დასაქმებულ კრიმინალებს და ესეც არ მგონია, მათთვის იყოს სასიამოვნო. ეს ნახევრად ხუმრობით. ან მეორე – თანხა ჩაურიცხეს ხელისუფლებას პოლიტიკოსის გამოსასყიდად. ორი გამოსავალია, ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, შეიძლება, იერით ვგავდე კიდეც კრიმინალს, არ ვიცი, ან პოლიტიკოსი. ორივე შემთხვევაში, ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან, საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად, ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ხელისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის", – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის,"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო დღეს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system