თავში

ხელისუფლება ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პროვოკაციას გეგმავს - დეკანოიძე

ხელისუფლება ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პროვოკაციას გეგმავს - დეკანოიძე
ხელისუფლება ,,ნაციონალური მოძრაობის ოფისში პროვოკაციას გეგმავს - დეკანოიძე

ხელისუფლება გეგმავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ხატია დეკანოიძემ ხელისუფლებას მოუწოდა ყოველგვარი პროვოკაციის მოწყობისგან თავი შეიკავოს.

„ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას. გეგმავს პროვოკაციას იმისთვის, რომ ძალიან კარგად იციან, რომ დღეს ჩვენს ხელთ არის უდიდესი მორალური უპირატესობა, რომელიც არის ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს.

ძალიან მარტივია პროვოკაციის მოწყობა, შემოაგზავნონ ვინმე, ატეხონ ამბავი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ რომელიმე პოლიციელს. ვაფრთხილებ ხელისუფლებას ძალიან მკაცრად და კატეგორიულად, რომ შეეშვას ყოველგვარი პროვოკაციის მოწყობას. არანაირი პროვოკაცია არ გაჭრის, ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ. გვსურს განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system