თავში

ხეპრული გამოთქმაა ლეგიტიმური რევოლუცია - ვოლსკი

ხეპრული გამოთქმაა ლეგიტიმური რევოლუცია - ვოლსკი
ხეპრული გამოთქმაა ლეგიტიმური რევოლუცია - ვოლსკი

დესტრუქციასა და დესტაბილიზაციას არანაირი მხარდაჭერა არ ექნება არც საზოგადოებისგან და არც ეს ის სახელმწიფოა, როცა ამ რევოლუციური გეგმების აღსრულებას ახერხებდნენ, - ასე უპასუხა ირაკლი ორქრუაშვილის განცხადებას, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ლეგიტიმური რევოლუცია, ხეპრული გამოთქმაა. 

"ხეპრული გამოთქმაა ლეგიტიმური რევოლუცია. არანაირი არგუმენტი არ დარჩათ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „სამართლიანი არჩევნების” დასკვნა გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში რთული მდგომარეობა და სერიოზული საფრთხეებია, დესტრუქციასა და დესტაბილიზაციას არანაირი მხარდაჭერა არ ექნება არც საზოგადოებისგან და არც ეს ის სახელმწიფოა, როცა ამ რევოლუციური გეგმების აღსრულებას ახერხებდნენ. არის მეორე მიმართულებაც, რომელმაც სამწუხაროდ, ხელი უნდა შეუწყოს ამ რევოლუციური მოსაზრებების განვითარებას, ეს არის მედიასაშუალებების მობილიზება იმისათვის, რათა საზოგადოების თვალში დაამცირონ უმრავლესობის წარმომადგენლები. დღეს კონკრეტული ტელევიზია პარლამენტის ერთ-ერთ წევრს სახლში შეუვარდა, რათა შეურაცხყოფა მიაყენოს და ამის ფონზე განავითაროს თავისი პროპაგანდისტული სტრატეგია. ეს არის უსუსური მცდელობები, მაგრამ არის შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეუფერებელი," - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ თუ არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system