თავში

მერაბიშვილი ციხიდან სახლში წავიდა - PHOTO

მერაბიშვილი ციხიდან სახლში წავიდა - PHOTO
მერაბიშვილი ციხიდან სახლში წავიდა - PHOTO

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა. ,,მატროსოვის ციხიდან" გამოსვლის შემდეგ მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება, თუმცა, რომელ პარტიას შეუერდება, ამაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მერაბიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად სახლში წავიდა. 

ავტომანქანაში გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში მერაბიშვილის ოჯახის წევრი ავრცელებს.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system