თავში

ხმაური ჭორვილაში - აქციის მონაწილეები ივანიშვილის სახლთან არ მიუშვეს

ხმაური ჭორვილაში - აქციის მონაწილეები ივანიშვილის სახლთან არ მიუშვეს
ხმაური ჭორვილაში - აქციის მონაწილეები ივანიშვილის სახლთან არ მიუშვეს

ხმაური იყო საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა მისცეს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა მათ სოფლის შესასვლელი ჩაუკეტეს, რადგან, ბიძინა ივანიშვილის სახლთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დგანან. 

"გვინდოდა მივსულიყავით, ბანერი გაგვეშალა და დაგვხვდა ეს კორდონი. კითხვაზე, რატომ არ გვიშვებთ, გვეუბნებიან, რომ იქ სოფლის მოსახლეობაა შეკრებილი და დაძაბულობა არ უნდა მოხდესო. ვინ ძაბავს სიტუაციას? - იქ ხალხი შეიკრიბა, ჩვეულებრივად შევხვდებით". 

"ძალიან უცნაური რამე ხდება, პოლიცია არ გვიშვებს სოფელში, ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი. ჩვენ ვართ სრულიად მშვიდობიანი აქციით ჩამოსულები აქ, რომ გავმართოთ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია".

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერით - "თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს".

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 21დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system