თავში

ხმაური და დაპირსპირება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში

ხმაური და დაპირსპირება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში
ხმაური და დაპირსპირება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში

„ევროპული საქართველოს“ წევრების ხათუნა გოგორიშვილისა და ელენე ხოშტარიას ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ხოშტარია და გოგორიშვილი დაცვის წევრებს დაუპირისპირდნენ და მათი წინააღმდეგობის მიუხედავად შენობაში მაინც შევიდნენ.

პოლიტიკოსების  განცხადებით, მათ 13:00 საათზე ცესკო-ს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ცესკო-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თამარ ჟვანიას დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრა არ ჰქონია ჩანიშნული.

ცესკო-ს დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიას და ხათუნა გოგორიშვილს განუმარტეს, რომ შესაბამიში საშვის გარეშე შენობაში შესვლა აკრძალულია, რაზეც პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ პარლამენტის წევრები არიან და შენობაში შესასვლელად სპეციალური საშვი არ სჭირდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია  შენობაში იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system