თავში

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში

ამ წუთებში, ხმაური და დაპირისპირებაა ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში. 

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" მოქალაქეებისთვის, პირადობების წართმევაში ადანაშაულებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ენმ-ის მხარდამჭერების საცხოვრებელ სახლებში მივიდნენ და მათ პირადობის მოწმობებს ართმევდნენ.

"ქართული ოცნების" კანდიდატი, თამაზ ფაცაცია ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს გააყალბოს არჩევნები მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების გამორთმევით.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სამართალდამცველებმა "ქართული ოცნების" აქტივისტი, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი და ის მოქალაქე, რომელიც დაშინებაზე საუბრობდა, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system