თავში

ხმაური დელისის მეტროსთან - მერიამ გარემოვაჭრეებს დახლების აღება მოსთხოვა

ხმაური დელისის მეტროსთან - მერიამ გარემოვაჭრეებს დახლების აღება მოსთხოვა
ხმაური დელისის მეტროსთან - მერიამ გარემოვაჭრეებს დახლების აღება მოსთხოვა

დელისის მეტროს მიმდებარედ ხმაურია. მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის თანამშრომლები გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვს. ინსპექციის თანამშრომლები განმარტავენ, რომ გარემოვაჭრეები კანონს არღვევენ და იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკანონო საქმიანობას არ შეწყვეტენ, დაჯარიმდებიან.

მოქალაქეები კი ამბობენ, რომ შემოსავლის სხვა წყარო არ აქვთ მათ დასაქმების ალტერნატივას ვერც ხელისუფლება სთავაზობს.

„ოჯახი უნდა შევინახო, ავადმყოფი ქმარი მყავს შვილიშვილები მყავს ობლები გასაზრდელი და არ უნდა დავეხმარო ჩემს ოჯახს? მოვიპარო მაინცდამაინც თუ ციხეში წავიდე და ისინი მშივრები დამრჩნენ? მაგათ 60 ლარზე მიმიფურთხებია. რა ჯანდაბად მინდა მაგათი 60 ლარი? თუ ჯანმრთელობა ხელს მიწყობს და ენერგია მაქვს, ვიმუშავებ და ოჯახს შევინახავ რად მინდა მაგათი ფული?

ჩვენ გაჭირვებულ ხალხს რომ გვთხოვენ პასუხს თავიანთ თავს შეხედონ მილიონები და მილიარდები აქვთ ნაშოვნი და ხალხი ქუჩაშია, ნაგავში ეძებს საჭმელს. რატომ ეძებს? კარგი ხელისუფლება რომ გვაქვს მაგიტომ, ხო, დაასაქმონ ხალხი, გახსნსნან ქარხნები და ყველა წავა?“, - განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system