თავში

ხმაური ევროკავშირის ოფისთან - მელია და კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური ევროკავშირის ოფისთან - მელია და კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ხმაური ევროკავშირის ოფისთან - მელია და კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ევროკავშირის ოფისთან ხმაური იყო. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მელიამ და კობახიძემ ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

პოლიტიკოსები მედიასთან კომენტარს აკეთებდნენ, როდესაც ნიკა მელია ირაკლი კობახიძესთან მივიდა და პასუხი მოსთხოვა "ოცნების"ლიდერების განცხადებაზე, რომელთა მტკიცებითაც დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერებმა ერთმანეთი დაიჭრეს.

მელიამ კობახიძეს ჰკითხა, სჯერა თუ არა, რომ დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთი თავად დაჭრეს, რასაც პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირბა მოჰყვა.

როცა მელია კობახიძესთან კითხვის მივიდა და პასუხის გაცემა მოსთხოვა, კობახიძემ ის პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგინეს. მელიამ ერთ-ერთი არხის მიკროფონი აიღო და კობახიძეს მიმართა "გესროლო?".

პოლიტიკოსების გაშველებას ადგილზე მყოფი ხალხი ცდილობდა. 

პოლიტიკური ლიდერები დღეს ევროკავშირის ოფისში ელჩებთან შეხვედრებს მართავენ. ირაკლი კობახიძემ ტერიტორია უკვე დატოვა. ამ წუთებში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ოპოზიციის შეხვედრა იწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system