თავში

ხმაური, გინება და დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური, გინება და დაპირისპირება პარლამენტში
ხმაური, გინება და დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო. საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირება„ქართული ოცნების“ დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის განცხადებას მოჰყვა.

მმართველი პარტიის დეპუტატმა თავდაპირველად ფრაქცია "ლელოს" წევრს, სალომე სამადაშვილს მიმართა და წინა ხელისუფლების 9 წლიან მმართველობაზე ისაუბრა.

"ქართული ოცნების" წევრმა, შალვა შავგულიძესაც მიმართა გაეხსენებინა, რა პირობებში უწევდათ ადვოკატებს მსჯავრდებულების მონახულება.

ღუდუშაურმაის კრიტიკის ობიექტი მამუკა ხაზარაძეც გახდა. მისი მისამართით საუბრისას "ოცნების" წევრმა თქვა, სესხების გაცემის პირობებზე ისაუბრა და თქვა, რომ ხალხს ყველა უტიფრობა ახსოვს, რასაც "ლელოს" ლიდერების გაღიზიანება მოჰყვა. 

სიტყვიერი დაპირისპირება გინებაშიც გადაიზარდა, თუმცა მანდატურების ჩარევის შედეგად ფიზიკურ დაპირისპირებაში აღარ გადაზრდილა.

მამუკა ხაზარაძემ სხდომათა დარბაზი დატოვა, და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკანონმდებლო საქმიანობის ნაცვლად პარლამენტი სიძულვის და დაპირისპირებას თესავს. მან უმრავლესობის წევრების ნაწილს ბიძინა ივანიშვილის მონები უწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system