თავში

ხმაური პარლამენტთან - არიან დაკავებულები

ხმაური პარლამენტთან - არიან დაკავებულები
ხმაური პარლამენტთან - არიან დაკავებულები

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქციაზე ხმაური იყო. 

აქციის მონაწილეები კარვების გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. 

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი, მათ შორის ერთი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე პაატა აბჟანდაძეა.

დამატებით ინფორმაციას დაკავებულების შესახებ report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ აქციაზე მოქალაქეები არჩევნების შედეგებსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 32 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system