თავში

ხმაური პარლამენტში - გიგა ბოკერია დარბაზიდან გააძევეს - VIDEO

ხმაური პარლამენტში - გიგა ბოკერია დარბაზიდან გააძევეს - VIDEO
ხმაური პარლამენტში - გიგა ბოკერია დარბაზიდან გააძევეს - VIDEO

ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო პარლამენტში. "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია დარბაზიდან მანდატურის საშუალებით გააძევეს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც გიგა ბოკერიამ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის, სიმონ ნოზაძის გამოსვლა გააკრიტიკა.

"ვისი სახელით გამოდიოდა საბჭოთა საოკუპაციო უშიშროების ყოფილი გენერალი, პოლკოვნიკი, უმრავლესობის, თუ თავისი ფრაქციის? მის პოზიციას იზიარებთ?“, – მიმართა უმრავლესობას ბოკერიამ.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს უსმენდნენ. 

ამ დროისთვის, სხდომა განახლდა და მშვიდ ვითარებაში გრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system