თავში

ხმაური პარლამენტთან - დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი

ხმაური პარლამენტთან - დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი
ხმაური პარლამენტთან - დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი

პარლამენტთან რამდენიმე სამოქალაქო და პოლიტიკური პარტიების აქტივისტი დააკავეს. მათ განთავსებულ დროებით კედელზე საბჭოთა სიმბოლიკის დატანა სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. 

პროტესტის მიზეზი აბაშიძე-კარასინის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ რუსული მხარის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს წარმომადგენელმა ერთგვარად ბოდიში მოიხადა ქვეყანაში რუსოფობიული ჯგუფების გააქტიურების გამო. 

"ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი ქართული ოცნების მხრიდან ფაქტობრივად გავრილოვის კიდევ ერთხელ ჩამოყვანის წინააღმდეგ, რომელსაც გუშინ, რუსებთან ერთად აბაშიძემ დაგმო გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტი.

აქ, დროებით კედელზე ვაწერთ - 20% და რუსულ საბჭოთა სიმბოლიკას. ამის გამო აკავებენ აქტივისტებს. არაფერი ამაში ახალი არ არის. პროტესტს მაინც ვერ გააჩერებენ", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system