თავში

ხმის დათვლა სანთლის შუქზე - PHOTO

ხმის დათვლა სანთლის შუქზე
ხმის დათვლა სანთლის შუქზე  - PHOTO

სამეგრელოში, ცაიშში 103-ე და 73-ე საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგია გაითიშა. შუქი ზუსტად მაშინ ჩაქრა, როდესაც ხმის დათვლის პროცესი დაიწყო. ელექტროენერგიის მიწოდება უბანზე რამდენიმე წუთში აღდგა. 

73-ე უბანზე შუქის გათიშვის მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დასახელდა,103-ე უბანზე კი "კოკისპირული წვიმა".

"მაქსიმუმ, სამი წუთით ჩაქრა შუქი. ჩაქრა, დაველოდეთ და გავაგრძელეთ ჩვენი საქმიანობა",- განაცხადა 73-ე უბნის კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება 103-ე უბანს, "ქართული ოცნების" აგიტატორის იამზე მამფორიას განცხადებით, აღნიშნულ უბანზე ელექტროენერგია 2 წუთის განმავლობაში იყო გათიშული, თუმცა ამას ხმების დათვლის პროცედურაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.

"კოკისირული წვიმა მოვიდა და ამიტომ გაითიშა. სოფელში ასე ხშირად ხდება.საარჩევნო პროცესი შიგნით ნორმალურად გაგრძელდა უკმაყოფილება არავის გამოუთქვამს", - განაცხადა იამზე მამფორიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system