თავში

"ხომ არ გგონიათ, მართლა მელიასთვის გადავდექი?" - რატომ დატოვა პოსტი გახარიამ

"ხომ არ გგონიათ, მართლა მელიასთვის გადავდექი?" - რატომ დატოვა პოსტი გახარიამ
ხომ არ გგონიათ, მართლა მელიასთვის გადავდექი? - რატომ დატოვა პოსტი გახარიამ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხი მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი არ ყოფილა.

გახარიას თქმით, დღეს ნიკა მელია სასჯელს უნდა იხდიდეს.

"თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მართლა მელიასთვის გადავდექი? მარტივი მიზეზის გამო გადავდექი. როგორც კი დავინახე, რომ პარტიის ნაწილი, პარტიულ ინტერესებს, რაც მათი პერსონალური ინტერესები უფრო იყო, სახელმწიფო ინტერესებზე უფრო მაღლა აყენებს, რა თქმა უნდა, მე ეს გადაწყვეტილება მივიღე. 

არც ერთი წამით და არც ერთი წუთით ამას არ ვნანობ. იგივეს გავაკეთებდი. 

რატომ გადავდექი იცით? იმიტომ რომ დღეს ნიკა მელია არჩევნების კანდიდატი კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს მსჯავრდებული და იხდიდეს სასჯელს. ადამიანი, რომელმაც ფიზიკური შტურმი მიიტანა პარლამენტზე. წარმოგიდგენიათ ხომ? ამაზე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს "ოცნება", მეგონა რომ გონიერება გაიღვიძებდა, მაგრამ არ გაიღვიძა," - განაცხადა გიორგი გახარიამ "რუსთავი 2-ის" ეთერში.   

შეგახსენებთ, 2021 წლის 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ამის მიზეზად მან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი დაასახელა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system